v1.1.1
3D Print Land Logo3D PRINT LAND

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 7/29/2026

1. შესავალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 3D Print Land-ზე. ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლით და სერვისებით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.

2. სერვისების აღწერა

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

  • 3D ბეჭდვა (FDM, SLA) მომხმარებლის მიერ მოწოდებული 3D მოდელებით
  • 3D სკანირება
  • 3D მოდელირება ესკიზის ან აღწერილობის მიხედვით

3. შეკვეთის გაფორმება და გადახდა

  • შეკვეთის ფასი დგინდება მოდელის ზომის, წონის, მასალისა და ბეჭდვის დროის მიხედვით.
  • ონლაინ კალკულატორით დათვლილი ფასი არის საორიენტაციო. საბოლოო ფასი დაზუსტდება ჩვენს წარმომადგენელთან კომუნიკაციის შემდეგ.
  • მსხვილი შეკვეთების შემთხვევაში შესაძლოა მოთხოვნილი იქნას წინასწარი გადახდა (ავანსი).

4. საავტორო უფლებები და პასუხისმგებლობა

  • მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს 3D მოდელები, რომლებზეც გააჩნია შესაბამისი საავტორო ან გამოყენების უფლება.
  • 3D Print Land არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ მოწოდებული მოდელების საავტორო უფლებების დარღვევაზე.
  • ჩვენ არ ვბეჭდავთ იარაღის ან კანონით აკრძალული ნივთების დეტალებს.

5. დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy)

თუ დამზადებულ დეტალს აღმოაჩნდა ტექნიკური წუნი ან არ შეესაბამება შეთანხმებულ პარამეტრებს, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ გადავაბეჭდოთ დეტალი ან დავაბრუნოთ თანხა.

მთავარ გვერდზე დაბრუნება