v1.1.1
3D Print Land Logo3D PRINT LAND

3D სკანირება თბილისში

გაქვთ გატეხილი დეტალი, რომლის ნახაზიც არსად იშოვება? ან გსურთ რეალური ობიექტის ზუსტი ციფრული ასლის შექმნა? ჩვენი 3D სკანერები უზრუნველყოფენ ობიექტის ზუსტ კოპირებას მიკრონების დონეზე. სკანირებული მოდელი შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ , CNC დამუშავებისთვის ან ინჟინრული ანალიზისთვის.3D ბეჭდვისთვის

რისი სკანირება შეგვიძლია?

  • ავტონაწილები: პლასტმასის სამაგრები, აბლიცოვკა, სარკის კორპუსი, ბამპერის ფრაგმენტი — ნებისმიერი დეტალი, რომელიც აღარ იშოვება ბაზარზე.
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა: სარეცხი მანქანის, მაცივრის ან სხვა ტექნიკის დაზიანებული პლასტმასის ნაწილები.
  • ქანდაკებები და ხელოვნება: სუვენირები, ბიუსტები, რელიეფები — ნებისმიერი ორგანული ფორმის ობიექტი.
  • ორთოპედია და მედიცინა: ადამიანის სხეულის ნაწილების სკანირება ინდივიდუალური ჩასადებების შესაქმნელად.
  • მრეწველობა: არსებული დეტალის ზუსტი გაზომვა ხარისხის კონტროლისთვის ან ახალი ვერსიის დასაპროექტებლად.

Reverse Engineering (უკუინჟინერია)

უკუინჟინერია არის პროცესი, როდესაც არსებული ფიზიკური ობიექტიდან იქმნება ზუსტი ციფრული მოდელი, რომელიც შემდეგ შეიძლება შეიცვალოს, გაუმჯობესდეს და ხელახლა დამზადდეს. ეს გამოიყენება, როდესაც:

  • ორიგინალი ნახაზი ან CAD ფაილი დაკარგულია
  • მწარმოებელი აღარ აწარმოებს მოცემულ დეტალს
  • გსურთ არსებული დეტალის მოდიფიკაცია და გაუმჯობესება

სკანირების პროცესი

  1. მოიტანეთ ობიექტი ან გამოგვიგზავნეთ ფოტოები წინასწარი შეფასებისთვის
  2. ჩვენ ვასკანერებთ ობიექტს მაღალი სიზუსტის სკანერით
  3. ვამუშავებთ Point Cloud მონაცემებს და ვქმნით სუფთა 3D მოდელს
  4. გადმოგცემთ მზა ფაილს STL, OBJ ან STEP ფორმატში
დაგვიკავშირდით სკანირებაზე 🔍