v1.1.5
3D Print Land Logo3D PRINT LAND

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

აქ ნახავთ პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე 3D ბეჭდვის, სკანირებისა და მოდელირების შესახებ.

რა არის მომსახურების მინიმალური ფასები?

ჩვენი მინიმალური ფასები ასეთია: FDM 3D ბეჭდვის მინიმალური ღირებულება არის 20 ლარი, SLA (ფისი) — 50 ლარი. 3D სკანირების მინიმალური ფასი იწყება 40 ლარიდან, ხოლო ნულიდან 3D მოდელირების მინიმალური ფასი ასევე არის 40 ლარი.

რა ღირს 3D ბეჭდვა?

ფასი დამოკიდებულია მოდელის წონაზე (გრამებზე), მასალაზე და ბეჭდვის დროზე. ზუსტი ფასის გასაგებად, შეგიძლიათ ატვირთოთ .STL ფაილი ჩვენს მთავარ გვერდზე არსებულ კალკულატორში და სისტემა მომენტალურად დაგითვლით ფასს.

რომელ მასალებს იყენებთ?

ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის პლასტმასებს: PLA (სტანდარტული, დეკორატიული), PETG (გამძლე, მექანიკური), ABS, TPU (დრეკადი/რეზინი) და ასევე Resin/SLA ფისს განსაკუთრებული სიზუსტისთვის.

რამდენ ხანში იქნება ჩემი შეკვეთა მზად?

სტანდარტული დამზადება 2–3 სამუშაო დღე (მარტივი მოდელები 1–2 დღე), ექსპრეს მომსახურება 12–24 საათში. ზუსტი ვადები ყოველთვის დააზუსტეთ ოპერატორთან.

აკეთებთ თუ არა 3D სკანირებას?

დიახ, გვაქვს მაღალი სიზუსტის 3D სკანერი, რითაც შეგვიძლია რეალური ობიექტების (მაგ. ავტონაწილების) ციფრულ სივრცეში გადატანა საუკეთესო პირობებში 0.05 მმ სიზუსტით.

თუ არ მაქვს 3D ფაილი (.STL), შეგიძლიათ მოდელის შექმნა?

რა თქმა უნდა! ჩვენი ინჟინრები და დიზაინერები დაგიმზადებენ 3D მოდელს თქვენი ნახაზის, ფოტოს ან იდეის საფუძველზე.

რა ფორმატის ფაილი მჭირდება ბეჭდვისთვის?

ყველაზე გავრცელებული ფორმატია .STL, მაგრამ ასევე ვღებულობთ .OBJ, .3MF და .STEP ფაილებს. თუ სხვა ფორმატის ფაილი გაქვთ, დაგვიკავშირდით და მოვაგვარებთ.

შესაძლებელია თუ არა სერიული (ბევრი ერთნაირი) წარმოება?

დიახ, ვახორციელებთ როგორც ერთეულ, ისე სერიულ ბეჭდვას. 10-დან 1000-მდე ერთნაირი დეტალის დამზადება შესაძლებელია. სერიული შეკვეთების დროს ფასი მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, 100 ცალიან პარტიას რამდენიმე პრინტერზე პარალელურად ვბეჭდავთ: ერთი ცალის ფასს კალკულატორში STL-ის ატვირთვით გაიგებთ, სერიის საბოლოო ფასისთვის კი გამოგვიგზავნეთ ფაილი და რაოდენობა.

შეგიძლიათ Toyota Prius-ის ბარდაჩოკის საკეტის ან მანქანის სხვა კლიპსების დამზადება?

დიახ. 3D Print Land თბილისში ამზადებს Toyota Prius-ის ბარდაჩოკის ენას/საკეტს, მზის დამცავის კლიპსებს, კარის პანელის კლიპსებს და სხვა პატარა ავტონაწილებს 1 ცალიდანაც. ბეჭდვა და აღდგენა 20 ₾-დან ღირს, ხოლო გატეხილი ნიმუშით ან ფოტოთი მოდელირება და ბეჭდვა — 40 ₾-დან. ვიყენებთ თერმომედეგ ABS-ს ან UV-მედეგ ASA-ს; ექსპრეს დამზადება შესაძლებელია 12–24 საათში (დააზუსტეთ ოპერატორთან).

აღადგენთ ფარის სამაგრებს ან მინის ამწევის კბილანებს?

დიახ. ფარების გატეხილ სამაგრებს, მინის ამწევისა და სარკის დაკეცვის მექანიზმის კბილანებს გატეხილი ნიმუშის მიხედვით ვაღდგენთ: დეტალს ვზომავთ ან ვასკანირებთ (საუკეთესო პირობებში 0.05 მმ სიზუსტით), ვქმნით CAD მოდელს და ვბეჭდავთ ABS, ASA ან PETG მასალით. მოდელირება + ბეჭდვა 40 ₾-დან იწყება; საბოლოო ფასი სირთულეზეა დამოკიდებული.

ბეჭდავთ სტომატოლოგიურ ყბის მოდელებს?

დიახ. სტომატოლოგიურ ყბის მოდელებს, ორთოდონტიულ მოდელებსა და ყალიბებს ვბეჭდავთ SLA ფისით 0.025–0.05 მმ ფენის სისქით. სტანდარტული ფისი 0.90 ₾/გ ღირს, SLA მინიმალური შეკვეთა 50 ₾-ია. პირის ღრუში გამოსაყენებელ დეტალებს სერტიფიცირებული ბიოთავსებადი ფისი სჭირდება, რაც წინასწარ უნდა დაზუსტდეს და შეთანხმდეს ოპერატორთან.

ბეჭდავთ სამკაულის მასტერ-მოდელებს ჩამოსხმისთვის?

დიახ, ვბეჭდავთ საიუველირო მასტერ-მოდელებს სტანდარტული SLA ფისით 0.025–0.05 მმ ფენით (SLA მინიმალური შეკვეთა 50 ₾), რათა იუველირმა მისგან სილიკონის ან ვაქსის ყალიბი აიღოს. უშუალოდ ცვილით (ვაქსით) არ ვბეჭდავთ; სპეციალური ფისის შემოტანა წინასწარ უნდა დაზუსტდეს ოპერატორთან.

რა მაქსიმალური ზომის დეტალის დაბეჭდვა შეგიძლიათ?

ერთიანი დეტალი 420×420×420 მმ-მდე იბეჭდება დიდი ფორმატის Anycubic Kobra 3 Max-ზე, ხოლო 256×256×256 მმ-მდე — დახურულ Bambu Lab P1S-ზე. უფრო დიდ ობიექტებს ერთმანეთში ჩასმად სეგმენტებად ვყოფთ და ვაწყობთ. ონლაინ კალკულატორი დიდ მოდელს ავტომატურად ითვლის დიდი ფორმატის პროფილით (0.6 მმ Nozzle, PLA ან PETG).

მთავარ გვერდზე დაბრუნება