არ გაქვთ 3D მოდელი? მოძებნეთ უფასო მოდელები აქ:
ბეჭდვის პარამეტრები
💡 FDM: იბეჭდება მყარი პლასტმასის ძაფით (ფილამენტით). იდეალურია დიდი, მტკიცე და ფუნქციური ნაწილებისთვის (კორპუსები, კბილანები, სათამაშოები).
💡 Bambu Lab P1S (FDM): მაქს. 256×256×256 მმ · 0.4 მმ Nozzle · მაღალი სიზუსტის დეტალები და ყველა FDM მასალა.
PETG (პოლიეთილენ ტერეფტალატი)▼
20% (სტანდარტული / მსუბუქი)
💡 შიდა შევსება (Infill): განსაზღვრავს მოდელის შიდა სიმკვრივეს. 20% არის სტანდარტული და სრულად საკმარისი მტკიცე ნაწილებისთვის. 100% გამოიყენება ულტრა-მძიმე მექანიკური დატვირთვებისას. SLA (ფისი) ავტომატურად იბეჭდება 100% სიმკვრივით.
0.20 მმ (სტანდარტული)▼
გამოთვლისთვის გთხოვთ ჯერ ატვირთოთ 3D მოდელი
როგორ ითვლება 3D ბეჭდვის ფასი თბილისში
ფასი დამოკიდებულია მხოლოდ დეტალის წონაზე და მასალაზე. ფარული საფასური არ არსებობს, ამიტომ კალკულატორის შედეგი ზუსტად ემთხვევა საბოლოო ფასს.
- 0 ₾ პრინტერის საათობრივი დრო: ზოგიერთი სახელოსნო თბილისში (მაგ. Archam) პირველ საათში 15 ₾-ს იღებს, ჩვენთან ბეჭდვის ხანგრძლივობა ფასს არ ზრდის.
- 0 ₾ მომზადება და სლაისინგი: ფაილის შემოწმება და პრინტერის მომზადება ფასში შედის.
- მინიმალური შეკვეთა: FDM — 20 ₾, SLA (ფისი) — 50 ₾.
ფასი 1 გრამზე (სრული, ყველაფრის ჩათვლით)
- PLA
- 0.40 ₾/გ
- PETG
- 0.45 ₾/გ
- ABS
- 0.50 ₾/გ
- ASA
- 0.70 ₾/გ
4 რეალური მაგალითი
- Toyota Prius / Camry ბარდაჩოკის საკეტი ან ღილაკი20–40 ₾ABS ან ASA, მზა ფაილიდან ან გატეხილი ნიმუშიდან
- მინის ამწევის / სარკის კბილანა25–40 ₾Nylon ან ABS, ცვეთამედეგი კბილებით
- დიდი ზომის მონოლითური დეტალი (35–40 სმ)80–150 ₾Anycubic Kobra 3 Max, ერთ ნაწილად გადაბმის გარეშე
- მაღალი დეტალიზაციის SLA მინიატურა / საიუველირო მასტერი50 ₾-დანPhoton M7 Max 14K, სტანდარტული ფისი (ყალიბის ასაღებად)
საბოლოო ფასი დამოკიდებულია ზომაზე, შევსებაზე (infill) და რაოდენობაზე. გვაქვს სხვა მასალებიც, რომლებიც საიტზე არ დევს — დააზუსტეთ ოპერატორთან. ატვირთეთ STL ფაილი ზემოთ და ფასს მყისიერად ნახავთ.