3D ბეჭდვა თბილისში
ჩვენი 3D ბეჭდვის სერვისი გაძლევთ საშუალებას ნებისმიერი ციფრული მოდელი აქციოთ ფიზიკურ ობიექტად. ვიყენებთ როგორც FDM (ძაფით ბეჭდვა), ისე SLA (თხევადი ფისით) ტექნოლოგიებს უმაღლესი სიზუსტისთვის. მიუხედავად იმისა, გჭირდებათ ერთეული პროტოტიპის შექმნა თუ ასეული ერთნაირი დეტალის სერიული წარმოება — ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ.
FDM ბეჭდვა (პლასტმასი)
FDM (Fused Deposition Modeling) ტექნოლოგია არის ყველაზე გავრცელებული 3D ბეჭდვის მეთოდი. პრინტერი ადნობს პლასტმასის ძაფს და ფენა-ფენა აშენებს ობიექტს. გამოიყენება მექანიკური დეტალებისთვის, პროტოტიპებისთვის, კორპუსებისთვის და დიდი ზომის ობიექტებისთვის. ასევე გვაქვს სხვა მასალებიც, რომლებიც საიტზე არ დევს — დააზუსტეთ ოპერატორთან.
- PLA: ეკოლოგიური, მყარი, გამოიყენება დეკორაციებისთვის და სუვენირებისთვის. ყველაზე პოპულარული მასალა.
- PETG: ტემპერატურისა და დარტყმის მიმართ მედეგი. კარგია მექანიკური დეტალებისთვის.
- ABS: მაღალტემპერატურული და მდგრადი მასალა, გამოიყენება სამრეწველო პროტოტიპებში.
- TPU (დრეკადი): რეზინისებრი, მოქნილი მასალა. გამოიყენება შუასადებებისთვის, ბამპერებისთვის და რხევის ამორტიზატორებისთვის.
SLA ბეჭდვა (Resin / ფისი)
SLA (Stereolithography) ტექნოლოგია იყენებს ულტრაიისფერ ნათურას, რომელიც ჰამაგრებს თხევად ფისს ფენა-ფენა. შედეგი არის მაღალი სიზუსტე (0.025მმ-მდე) და გლუვი ზედაპირი.
- საიუველირო მოდელები და სამკაულების ჩამოსხმის ყალიბები
- სტომატოლოგიური ყალიბები და ორთოდონტიული მოდელები
- მინიატურული ფიგურები (Miniatures, Warhammer, D&D)
- პატარა, მაღალი დეტალიზაციის მქონე მექანიკური დეტალები
როგორ მუშაობს შეკვეთის პროცესი?
- ატვირთეთ თქვენი .STL ფაილი ჩვენს ონლაინ კალკულატორში
- აირჩიეთ მასალა და ხარისხი (ფენის სისქე)
- სისტემა ავტომატურად გამოთვლის ფასს
- გააფორმეთ შეკვეთა: სტანდარტული დამზადება 2–3 სამუშაო დღე (მარტივი მოდელები 1–2 დღე), ექსპრეს მომსახურება 12–24 საათში — ზუსტი ვადა ყოველთვის დააზუსტეთ ოპერატორთან
- მიიღეთ მზა პროდუქტი კურიერით ან პირადად
ხშირად დასმული კითხვები
თბილისში 3D ბეჭდვაზე სად მივიდე?
3D Print Land: თბილისი, საბურთალო, პაბლო პიკასოს 24 (WhatsApp: +995 598 67 98 89). მინიმალური შეკვეთა 20 ₾-დან (FDM) / 50 ₾-დან (SLA ფისი), Bambu Lab P1S FDM და SLA რეზინი, 3D სკანირება 0.05 მმ სიზუსტით.